ისტ-ის გამოყენება ინგლისურ ენაში


მასწავლებელის სახელი გვარი: ირმა ტაკიძე
საგანი:  ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი,  V კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: .   მოსწავლე.  სსსმ მოსწავლე:  0.
გაკვეთილის თემა:  My favourite  animal.
გაკვეთილის მიზანი: სწრაფი კითხვის უნარ-ჩვევების სრულყოფა  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. მოსწავლეები მოისმენენ და შეისწავლიან სიმღერას, მოსმენილის საფუძველზე ჩაერთვებიან ინტერნეთ თამაშში და შეავსებენ წინადადებებს.მოისმენენ ტექსტს და გაიმეორებენ პაუზებს შორის. შეავსებენ კროსვირდს.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მოსმენა
·         უცხ.ს.V.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
·        კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის ამოსაკრებად;


კითხვა
·        უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
·        იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს და სხვა.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
1
საორგანიზაციო ნაწილი მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს.
 დაფაზე წერს გაკვეთილის თემა. მიზანს პოსტერის საშუალებით აცნობს მოსწავლეებს. ასევე შეახსენებს მათ, რომ ისინი შეფასდებიან შეფასების რუბრიკის მიხედვით. მიუთითებს და შეახსენებს კედელზე გამოკრულ ქცევის წესებს.


აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა მოახერხონ მობილიზება და აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.

ვერბალური ახსნა

მთელი კლასი


დაფა, ფერადი  ცარცი
პოსტერები გაკვეთილის შეფასების რუბრიკითა და მოსწავლეთა ქცევის წესებით.

4 წთ
2
1.აქტივობის მიზანია მოსწავლეებში  მოტივაციისა   და ინტერესის გაღვიძება და საგაკვეთილო პროცესში მათი აქტიური ჩართვა.
აქრივობის აღწერა:

მასწავლებელ რთავს სიმღერას ტიტრებით . We're going to the zoo.  სთხოვს მოსწავლეებს , პირველ ჯერზე მოსმენისას ყურადღებით დააკვირდნენ ტიტრებს, ხოლო მეორეჯელ ჩართვისას იმღერონ ვიდეორგოლის თანხლებით.


მოსმენა/გამეორება
მთელი კლასი

კომპიუტერი, პროექტორი
5 წთ.
3.
მოსმენილი სიმღერის შინაარსი რამდენად გასაგები იყო მოსწავლეთათვის, მასწავლებელი ამოწმებს  ინტერნეტ თამაშით რომელიც მოთავსებულია სიმღერის ქვემოთ. მოსწავლეებს აძლევს 2 წუთს ,რომ გადაავლონ თვალი მონიტორს, შემდეგ კი შემთხვევითობის პრინციპით , ამოსაძახებეი ჩხირების დახმარებით გამოყავს მოსწავლეები კომპიუტერტან და თითოეული მოსწავლე ჩასვამს მოცემულ  წინადადებას სათანადო ადგილზე. თამაში გაგრძელდება ყველა სწორი პასუხის დაფიქსირებამდე
ინტერნეტ თამაში
ინდივიდუალური
კომპიუტერი, პროექტორი
10 წთ
4.
ინტონაციით, გამომეტყველებით კითხვის, კითხვის ტემპის კონტროლის უნარების გასავითარებლად  მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ტექსტს
,,My favourite animal’’ აუდიოჩანაწერის საშუალებით.

    მოსწავლეები უსმენენ ტექსტის აუდიოჩანაწერს და თვალს მიადევნებენ ტექსტს.
    მასწავლებელი თავიდან ჩართავს აუდიოჩანაწერს, დროდადრო აპაუზებს ტექსტს, მოსწავლეები  კითხულობენ პაუზებს შორის.  
მოსმენა
მთელი კლასი

 მოსწავლის წიგნი  NEW BUILDING BRIDGES  Part II , გვ. 16 CD player treck49
10 წთ
5
ახალი მასალის გაგება გააზრების მიზნით მასწავლებელი მიმართავს ,,ამოკრებითი კითხვის მეთოდს’’
  მასწავლებელი სვამს ისეთ  კითხვებს რომლის პასუხი ტექსტში მოიძებნება და სთხოვს მოსწავლეებს მოძებნონ დასმული კითხვის პასუხები ტექსტში და წაიკითხონ.

,, ამოკრებითი კითხვა’’
მთელი კლასი

სასწავლო სახელმძღვანელო
10 წთ
6
მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ელექტრონული რესურსის ლინკს და განუმარტვს შესსრულების ინსტრუქციას
საშინაო დავალება
ინდივიდუალური
ელექტრონული რესურსი
2 წთ
7
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს, შეფასების რუბრიკაში განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვი.
შეფასება
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა
4 წთ

                                                                განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საუკეთესო
კარგი
საშუალო
მოსმენა
მოსწავლე  საუკეთესოდ ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფირმაციის ამოსაცნობად.
მოსწავლე მეტწილად ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფირმაციის ამოსაცნობათ
მოსწავლე ს უჭირს ყურადღების გამახვილება საჭირო ინფორმაციის ამოსაცნობად.
მოსწავლე  იგებს   და  იაზრებს  ტექსტს.
მოაწავლე  საუკეთესოდ იგებს   და  იაზრებს  ტექსტს.
მოსაწავლე  მეტწილად იგებს   და  იაზრებს  ტექსტს.
მოაწავლე ნაწილობრივ იგებს   და  იაზრებს  ტექსტს.
ინტერნეტ რესურსების გამოყენება
მოსწავლე საუკეთესოდ იყებებს ინტერნეტ რესურსებს.
მოსწავლე მეტწილად იყენებს ინტერნეტ რესურსებს
მოსწავლეს უჭირს ინტერნეტ რესურსების გამოყენება









        ცეცხლაურის # 2   საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის  რეფლექსია
                           ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

 ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის სწავლება 6 მიმართულებით მიმდინარეობს:მოსმენა, წერა, ლაპარაკი, კულტურათა დიალოგი,უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება(მედიტაცია). თითოეული მიმართულებით უკეთესი შედეგის მიღწევაში გვეხმარება, თამაშების ,სიმღერების, ინსცენირებების , ინფორმაციის-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიროცა მასწავლებელი ქმნის სიტუაციას,რომელიც საშუალებას აძლევს მათ გაოცდნენ და ამავდროულად ჩაფიქრდნენ,ასეთი სიტუაციის შექმნაში კი მას ხელს უწყობს თამაშები,სიმღერები,სპექტაკლები,მულტფილმები და ფილმები. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ მთელი 45 წუთი აქტიურად აღიქვან შესასწავლი მასალა ,ამიტომ თამაშები არის ეფექტური საშუალება მთელი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების მობილიზაციისა და აქტუალიზაციისთვის.გაკვეთილზე თამაშები განსხვავდება იმ თამაშებისგან,რომლებსაც შეჩვეულები არიან.ასეთ თამაშებში მცირდება თავისუფალი მოძრაობა და იზრდება ინტელექტუალური შესაძლებლობები.
საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში ყურადღების მობილიზებას, ავითარებს მახსოვრობას. მოცემულ გაკვეთილზე მიზნად დავისახე ტექნოლოგიების გამოყენებით კითხვის სტრატეგიების დაუფლება. რომლებიც გამომდინარეობს  ესგ-ის საგნობრივი პროგრამის შესაბამისი შედეგებიდან და ინდიკატორებიდან. ჩემს მიერ გამოყენებული ელექტრონული საშუალება უზრუნველყოფს მოსწავლეთა სრულ ჩართულობას, იმის გათვალისწინებით, რომ სიმღერა ზოგადად სასიამოვნოა და ნებისმიერი მოსწავლე ცდილობს აყვეს , ამას ხელს უწყობს ვიდეოზე თანდართული  სუბტიტრები, რომლებსაც მოსწავლეები კითხულობენ, მათი ყურადღება ამ დროს კონცენტრირებულია შესასწავლ საკითხზე. ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარა მომდევნო აქტივობის შესრულებაში. მოსწავლეები ერთვებიან თამაშში სადაც უნდა გაიხსენონ მოსმენილი  საკითხი და დააკავშირონ წინადადებები,  ამ დროს მოსწავლეების გონებრივ- ინტელექტუალური შესაძლებლობები ერთვება.
  სწრაფი კითხვის უნარების დასაუფლებლად ასევე ინტონაციისა და გამომეტყველებითი კითხვისთვის გამოვიყენე მოსმენა და პაუზებს შორის კითხვა. ცხადია ერთჯერადი ასეთი აქტივობის განხორციელება შედეგზე ვერ გაგვიყვანს, მას მუდმივად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, რომლის შედეგი ჩანს მომდევნო აქტივობაში, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს ტექსტში პოულობენ და კითხულობენ სწრაფად, ინტონაციითა და ასევე ახალ სიტყვებს გამართულად.
 
კროსვორდის შევსება  ავითარებს სააზროვნო, კოგნიტურ და მსჯელობის უნარ-ჩვევებს ასევე ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, ამიტომაც გადავწყვიტე შემექმნა გაკვეთილის თემატიკასთან დაკავშირებული კროსვორდი და გამეზიარებინა  სოციალურ ქსელში, ამგვარად სოციალურ ქსელსაც საგანმანათლებლო დანიშნულება შევძინე მოსწავლეთათვის.
 ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებამ ჩემი გაკვეთილები ხალისიანი, შემეცნებითი და აქტიური გახადა. მოსწავლეები მოტივირებულნი არიან, სასწავლო პროცესი მათთვის საინტერესო გახდა, სასიამოვნო აქტივობების კეთებით, მოკლე დროში დაეუფლონ ერთგვარად მოსაბეზრებელ  სასწავლო მასალას, ამიტომაც გახდა ტექნოლოგიები ჩემი გაკვეთილების განუყრელი ნაწილი.
    მომავალში ვფიქრობ გაუმჯობესების მიზნით მოსწავლეებს წინასწარ მივცე მოსამზადებელი  ელექტრონული სამუშაოები, რაც გაადვილებს მოსწავლეებთან  თანამშრომლობას და თავიდან ავიცილებ ორგანიზებულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს


მასწავლებელი: ირმა ტაკიძე
24.05.2019 სასწავლო  წელი.








Comments

Popular posts from this blog

მესამე დღე