მოსწავლეთა ოლიმპიადა
სსიპ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის
სოფ . ცეცხლაურის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის ირმა ტაკიძის გეგმა :
მოსწავლეთა მზადება ოლიმპიადისათვის .
მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად გეგმად დავისახე
ლექსიკური მარაგის გამდიდრება გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენება. მოსწავლეთა
აკადემიური და ინტელექტუალური უნარების ხელშეწყობა ესგ-ის გათვალისწინებით.
ჩემი სამიზნე მე
5 -კლასისგან შეირჩა, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღეს შპს ,,მწიგნობარის ‘’ ინგლისურ ენის რეგიონალურ ოლიმპიადაში
, აქედან მირზა ბოლქვაძემ და ლაშა ბარამიძემ მოიპოვეს პირველი ხარისხის დიპლომი .
მოსწავლეთა მზადების
განრიგი
მოსამზადებელი დღე
შერჩეული იქნა პარასკევი;
1.არტიკლის გამოყენება-2 -11-18წ
2.მრავლობითი რიცხვი 9-11-18წ
3.ნაცვალსახელი (პირის და ჩვენებითი )16-11-18წ
4.ზმნა ( განგრძობითი) დრო 30-11-18წ
5.ზმნა( აწმყო და ნამყო დროები)
მასწავლებელი-ირმა ტაკიძე
რეფლექსია.
მოსწავლეთა ჩატარებული სამუშაოს შეფასება.
მოსწავლეთა მონაწილეობა
კონკურსებში, ოლიმპიადებში შეჯიბრებებში
მნიშვნელოვანი გამოწვევაა
მათვის . მიუხედავად შედეგისა მოსწავლეთა წინაშე ახალი ასპარეზი იშლება წარმატების
მისაღწევად და მეტად მოტივირებული ეუფლებიან საგნებს ასევეა მასწავლებლისათვის წარმატებული
მოსწავლე ერთ -ერთი კრიტერიუმია წარმატებული მასწავლებლის.
ჩემს მიერ ოლიმპიადისათვის
მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი მე- 5 კლასის მოსწავლეებისაგან შეირჩა . შევიმუშავე სამუშაო გეგმა ესგ-ის მიზნების შესაბამისად.
მეცადინეობა დავიწყეთ
პირველი ნოემბრიდან და გავაგრძელეთ 7 დეკემბრამდე.
პირველივე მეცადინეობაზე
გავიარეთ ყველა სავალდებულო და დამატებითი საკითხები. ჩავატარეთ სადიაგნოსტიკო ტესტირება
,რის შედეგადაც მკაფიო გახდა მომავალი მეცადინეობისათვის მეტად საყურადღებო საკითხები.
აქტივობის მიზანი იყო ლექსიკური მარაგის გამდიდრება , წაკითხული ( ინგლისური )ენოვანი
ტექსტის გააზრება, გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენება.
ბოლო მეცადინეობაზე
კვლავ ჩავატარეთ ტესტირება . მოსწავლეებმა გაუმჯობესებული შედეგი აჩვენეს აქედან დავასკვენით
რომ ბავშვები ცუდად არ მოემზადნენ ოლიმპიადისათვის. ოლიმპიადის ტური--9 -12 18წ.-----
Comments
Post a Comment