სოციალური პროექტი-,,გზა ჩვენი ცოდნისათვის"
სოციალური პროექტი - „
გზა ჩვენი ცოდნისათვის “
სსიპ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის
ცეცხლაურის # 2 საჯარო სკოლა
ავტორი - ირმა ტაკიძე
მონაწილეები - კლასის მოსწავლეების მშობლები;
მასწავლებელი:
ინგლისური-ირმა ტაკიძე
რუსული- ნატალია ტიუნიაევა
მუსიკა რუსუდან ფევაძე .
ქართული მანანა ხოზრევანიძე
კლასი - მე..5
პერიოდი - 16.04- 30.05 .2019
ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, ინგლისური რეალობისაგან განსხვავებით, სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა ძალიან მაღალია. იქ, სადაც განათლების სისტემა უკვე წარმატებულია, სკოლასა და საზოგადოებას შორის მტკიცე, მკაფიოდ გაწერილი და ბავშვის განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობაა. იმთავითვე არსებობდა ერთიანობის აუცილებლობის შეგნება თუ წარმატებულმა განათლების სისტემამ მოიტანა თანამშრომლობისა და შეთანხმებული ურთიერთობის ჩამოყალიბება?
ბევრ
ქვეყანაში მშობლები მონაწილეობენ პრაქტიკულად ყველა საკვანძო – საფინანსოთი დაწყებული, გასვლითი გაკვეთილებით დამთავრებული – საკითხის გადაჭრაში, სკოლის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის საკითხების რეგულირებაში, ჩვენი მშობლები კი, საუკეთესო შემთხვევაში, შორიდან აკვირდებიან სასწავლო პროცესს, თუმცა შვილის ინტერესების დაცვას და პედაგოგთა პროფესიონალიზმს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნების მშობლების მსგავსად ითხოვს. განსხვავება ქართველ და უცხოელ მშობლებს შორის საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ პასუხისმგებლობის ხარისხშია. მაგალითად, ბრიტანული სკოლის მოსწავლის მშობელს შვილის სასკოლო ასაკის დადგომასთან ერთად უჩნდება სკოლის მიმართ ურთიერთთანამშრომლობითი დამოკიდებულების განცდა – იღებს განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, მონაწილეობს სასკოლო ცხოვრების დაგეგმვაში, თუ შეუძლია, ფიზიკურად და ფინანსურადაც ეხმარება სკოლას, რათა მისი შვილის განათლება ზედმიწევნით იყოს უზრუნველყოფილი. სახელმწიფო უქმნის მშობელს თანაბარი ჩართულობის ხელშემწყობ პირობებს და წაახალისებს მას. ასე იქმნება ერთიანი, საერთო საქმეზე ორიენტირებული წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის ერთი ფრთა, რომელიც, სხვა საგანმანათლებლო სტრატეგიებთან ერთად, ხელს უწყობს მოზარდს, მიიღოს საუკეთესო განათლება.
ჩვენს ქვეყანაშიც არის მცდელობა, მშობლები სასკოლო ცხოვრებაში, კერძოდ, სამეურვეო საბჭოების მუშაობაში ჩაერთონ. კანონის თანახმად, სამეურვეო საბჭო განიხილავს, წყვეტს და ამტკიცებს სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს, აკონტროლებს და ზედამხედველობს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა შესრულებას, თუმცა სადავო აღარ არის, რომ საგანმანათლებლო სისტემის ეს რგოლი ჯერჯერობით სრულიად უეფექტოა. მშობლების როლი სამეურვეო საბჭოების მუშაობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ დირექტორთა არჩევნების დროს იზრდება. განა მხოლოდ სკოლის დირექტორის არჩევნები განსაზღვრავს სკოლის მუშაობის ეფექტურობას? რატომ მიაჩნია ქართველ მშობელთა უმეტესობას, რომ სკოლა მხოლოდ სახელმწიფოს საზრუნავია? რამდენი პრობლემის მოგვარებას შეძლებდა სკოლა მშობლების მეტი ჩართულობის პირობებში! საკუთარი როლისა და შესაძლებლობების გააზრება მშობლისთვისაც და მოსწავლისთვისაც გაცილებით წარმატებულს გახდიდა სასწავლო პროცესს. ხშირად ისმის მშობლების პრეტენზიები მასწავლებლის კომპეტენციის, სკოლის ადმინისტრაციის ან სასკოლო გეგმის მიმართ. უკმაყოფილება და წუწუნი საქმეს ვერ უშველის – მეტი ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მაგრამ ამ ყველაფერს სურვილი სჭირდება. მშობელთა უმეტესობა უდროობას უჩივის, მაგრამ ყოველთვის არის კი ეს პრობლემა? ან წარმატებული ევროპული ქვეყნების მოსწავლეთა მშობლები არ მუშაობენ? ადამიანის ქმედებას მოტივაცია განსაზღვრავს, მაშასადამე, სურვილი და პასუხისმგებლობა რომ მეტი იყოს, მდგომარეობაც უკეთესი იქნებოდა…
პროექტის მიზანი
მე-5.....კლასში
სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება კლასის მშობელთა ჩართულობის გაზრდის საშუალებით
პროექტის ამოცანები
1.სასწავლო პროცესში კლასის მშობელთა უშუალო მონაწილეობის
სტიმულირება;
2.მშობელთა ჩართულობის ხარისხის მიმართების განსაზღვრა
მოსწავლეთა შედეგებთან;
3.მშობელთა ჩართულობის მიმართების განსაზღვრა მასწავლებლების
მიერ ჩატარებული გაკვეთილების ეფექტურობასთან;
4.მშობელთა ჩართულობის ხარისხის მიმართების განსაზღვრა
მოსწავლეთა განწყობასთან;
5.სკოლის თემის ჩართვა პროექტის მიმდინარეობაში;
განხორციელების გზები
1.პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.ფოკუსჯგუფის შერჩევა; კითხვარების შედგენა;
3.შეხვედრა ....მე-5. კლასის მშობლებთან;
4.გაკვეთილებზე დასწრების გრაფიკის შედგენა და დასწრების
ორგანიზება;
5. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან
პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
6.კითხვარების დამუშავება, შედეგების ანალიზი;
7. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილეები,
8. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი შედეგი:
პროექტი ეფექტურად იმუშავებს სასწავლო პროცესის სამივე
რგოლის - სკოლა-მოსწავლე-მშობელი - გააქტიურებაზე და სასწავლო პროცესს სამივე სეგმენტისთვის
გახდის უფრო საინტერესოს. გაზომავს, რამდენად შეცვლის ამა თუ იმ სახით მშობლის ჩართულობა
სწავლა-სწავლების ხარისხს.
რესურსები
ელექტრონული - Word Excel Power Point
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები
ფოტოაპარატი,
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
1.მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრების შედეგებით;
2.მშობლების გამოხმაურების საფუძველზე;
3.კლასის პედაგოგთა თვითდაკვირვებისა და ურთიერთდაკვირვების
საფუძველზე; 4.ადმინისტრაციის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
5.პროექტში მონაწილე კლასების გაზრდის მიხედვით.
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - პროექტის ავტორი თავად აკვირდება
მიმდინარეობასა და შედეგებს;
აქტივობის დასახელება
|
16.04.19
|
22.0419.
|
30.04.19
|
03.05.19
06.05.19 |
10.05.19
14.05.19 |
14.05.19
|
30.05.19
|
1.პროექტის
იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
|
X
|
||||||
2.ფოკუსჯგუფის
შერჩევა; კითხვარების შედგენა;
|
X
|
||||||
ინტერვენცია
-
3.შეხვედრა ..... კლასის მშობლებთან;
გაკვეთილებზე
დასწრების გრაფიკის შედგენა და დასწრების ორგანიზება;
|
X
|
||||||
5. სამუშაო შეხვედრები მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან
პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
|
X
|
||||||
6.კითხვარების
დამუშავება, შედეგების ანალიზი;
|
X
|
||||||
7. საბოლოო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა, რომელსაც დაესწრებიან პროექტში
მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია .
|
X
|
||||||
8. ინტერვენციის შედეგები - პროექტის შედეგებზე
დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების
შემუშავება.
|
X
|
მშობელთა გაკვეთილებზე
დასწრების ცხრილი
#
|
თარიღი
|
საგანი
|
დამსწრე
მშობელი
|
მასწავლებელი
|
1
|
16.04.19
|
ინგლისური
|
ლელა ჭაღალიძე
თამრიკო ზანდარაძე |
ირმა
ტაკიძე
|
2
|
22.04.19
|
ქართული
|
ლია ცეცხლაძე
ლალი ქამადაძე |
მანანა
ხოზრევანიძე
|
3
|
30.04.19
|
რუსული
|
ლია ცეცხლაძე
ლალი ქამადაძე |
ნატალია
ტიუნიაევა
|
4
|
03.05.19
|
მუსიკა
|
დათო ქამადაძე
ირინა მახარაძე ლალი ქამადაძე |
.რუსიკო
ფევაძე
|
5
|
06.05.19
|
ინგლისური
|
თამრიკო ზანდარაძე
ირინა მახარაძე ლელა ჭაღალიძე |
ირმა
ტაკიძე
|
6
|
10.05.19
|
ქართული
|
დათო ქამადაძე
ირინა მახარაძე ლალი ქამადაძე |
მანანა ხოზრევანიძე
|
7
|
14.05.19
|
მუსიკა
|
თამრიკო ზანდარაძე
ირინა მახარაძე ლელა ჭაღალიძე |
რუსიკო ფევაძე
|
8
|
30.05.19
|
რუსული
|
დათო ქამადაძე
ირინა მახარაძე ლელა ჭაღალიძე |
ნატალია ტიუნიაევა
|
პროექტის შედეგები:
სკოლასა
და
ოჯახს
შორის
ორმხრივი,
რეგულარული
კომუნიკაცია
ბავშვის
განვითარების
ერთ-ერთი მთავარი
ხელშემწყობი
ფაქტორია.
ეფექტური
კომუნიკაციისთვის
საჭიროა,
რომ
მასწავლებელი
და
მშობელი
ერთმანეთს
ინფორმაციას
უზიარებდნენ. ტერმინი
„მშობელთა ჩართულობა“
აღნიშნავს ერთობლივ
და უწყვეტ
პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და
სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ,
ასევე სკოლაში.
ის აერთიანებს მშობლებსა და
მასწავლებლებს, რათა
მათ ერთიანი
ძალისხმევით შეუწყონ
ხელი მოსწავლის
აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობა“
ნიშნავს მშობლების
მონაწილეობას რეგულარულ,
მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო
პროცესში და
სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში.
.2019..სასწ.
წ.მე- 5 კლასი (დამრიგებელი .ირმა ტაკიძე), რომლის
მშობლებიც მიიჩნეოდნენ ძალიან პასიურ მშობლებად, ნაკლებად ერთვებოდნენ მოსწავლეთა
სწავლისა და სწავლების პროცესში, არ აქტიურობდნენ კლასგარეშე აქტივობებში; მეტიც, არც
თეატრსა და სხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით მოსწავლეთა დაკავებას უბამდნენ
მხარს. საინტერესო იყო მშობელთა დამოკიდებულება და პოზიცია, ამიტომაც წლის დასაწყისშივე
დაიგეგმა კლასის დამრიგებლის მხრიდან ამ საკითხის კვლევა პედაგოგიური კვლევის ფარგლებში.
სემესტრის დასაწყისში საერთო მშობელთა კრებაზე შედგა საუბარი მშობლის როლსა და სასწავლო
პროცესში ჩართულობის მიზნებზე მოსწავლეთა უკეთესი განათლების საქმეში. მშობლებმა აღნიშნეს,
რომ ასეთი ტიპის ჩართულობა აუცილებელია. თუმცა ვერ აკონკრეტებდნენ, რატომ იყო მათი
ჩართულობის ხარისხი ასეთი დაბალი. გამოთქვეს დიდი ინტერესი იმ სიახლეებთან დაკავშირებით,
რომლების ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში
ვითარდება.
მშობლები
გაეცნენ სოციალური პროექტის „უკეთესი განათლებისათვის“ მიზნებსა და ამოცანებს და დათანხმნენ,
აქტიურად აებათ მხარი თანამშრომლობის ახალი ფორმისათვის.
პარალელური
მუშაობა მშობლებთან, ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან ეფექტური აღმოჩნდა პროექტის
წარმატებისათვის. ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობდა, რათა მშობელთა ჩართულობა სასკოლო
ცხოვრებაში გაზრდილიყო. სკოლის დირექტორმა .დაწყებითი კლასების პედაგოგებთან და სხვებთან ერთად მოაწყო შეხვედრა ამავე საფეხურის მშობლებთან, სადაც მოისმინეს მშობლების წინადადებები,
სურვილები და შენიშვნები სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად გამოიკვეთა
მათი ინტერესი, თუ რა სიახლეებია სწავლებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება
იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლები გრაფიკის მიხედვით, არა უმეტეს 3 მშობლისა, პედაგოგთან
შეთანხმებით დაესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, დაახლოებით ღია გაკვეთილის ფორმატში.
გაკვეთილის დასასრულს, ასევე, მშობლები ავსებდნენ
კითხვარს,რომლის მიზანი მშობლის მიერ გაკვეთილზე დანახული სიახლეების და საკუთარი შვილის გაკვეთილის პროცესში ჩართულობის
შეფასება იყო.
გაკვეთილებზე
დაკვირვების დასრულების შემდეგ მასწავლებლები ....სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად აანალიზებენ,
განიხილავენ და წარმოადგენენ კოლეგების წინაშე იმ სტატისტიკას, რომელიც გამოკითხვის
შედეგად დადგინდა. შესაბამისად, თავიანთი კვლევის საფუძველზე შეიმუშავებენ რეკომენდაციებს
მშობელთა ცნობიერებისა და სასკოლო ცხოვრების
პროცესში მათი ჩართულობის ხარისხის ამაღლების შესახებ.
პროექტის
მსვლელობისას მასწავლებლები აწარმოებდნენ დღიურებს, რომლებშიც ასახულია მიმდინარეობისას
წარმოქმნილი დაბრკოლებებიც და მიღწევებიც. პროექტის ავტორი სკოლის ადმინისტრაციასთან
ერთად ახორციელებდა შიდა და გარე მონიტორინგს მისაღწევი შედეგების ეფექტურად მიღების
მიზნით.
საბოლოოდ,
პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა ტენდენციები:
1.მშობელთა
აბსოლუტური უმეტესობა მზად არის სასკოლო ცხოვრებაში უფრო აქტიური ჩართვისათვის;
2.მშობელთა
90%-ისათვის გაკვეთილებზე დასწრება იყო შედეგიანი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი უფრო
სხვა კუთხით დაეხმარებიან თავიანთ შვილებს
სახლში, ვიდრე აქამდე ეხმარებოდნენ, რადგან გაკვეთილების მსვლელობისას დაადგინეს, რომ
მოსწავლე სკოლაში ფასდება შესაძლებლობათა მიხედვით, შეფასება ხორციელდება არა მხოლოდ
ტექსტის დასწავლის, არამედ დაკვირვების, ანალიზის, დამოუკიდებელი აზრის გამოთქმისა
და გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხის მიხედვით; რომ მოსწავლეს უნდა შეეძლოს თანამშრომლობა,
ჯგუფურად გადაწყვეტილების მიღება და სხვისი აზრის პატივისცემა; დაწყებითი კლასების
(1-3)მოსწავლეთა მშობლებისათვის სიახლე იყო უცხო ენის სწავლების მეთოდი და სპეციფიკა;
3.
მშობლები მიიჩნევენ, რომ სასკოლო ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მათი ჩართულობის გაზრდა ეფექტურად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე;
4.მოსწავლეების
გამოკითხვის შედეგად (კითხვარი მოსწავლეებისათვის) დადგინდა, რომ მათ მოსწონთ, როცა
მშობელი აქტიურად არის ჩართული მათ სასკოლო ცხოვრებაში და ერთად აღწევენ წარმატებას;
5.მასწავლებლების
მობილიზება და გაკვეთილებისათვის მომზადების ხარისხი გაიზარდა;
6.ადმინისტრაციისათვის
გამოიკვეთა მშობელთა თვალით დანახული სასკოლო პრიორიტეტები რომელთა გათვალისწინებითაც უნდა შედგეს .2019..
წლის სასკოლო გეგმა.
პროექტის
ინტერვენციის შედეგები მრგვალი მაგიდის ფარგლებში განიხილეს მშობლებმა, დირექტორმა,
დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, მონაწილე მასწავლებლებმა. პედაგოგმა თამარ ქუთათელაძემ
წარმოადგინა პრეზენტაცია გამოკითხვის შედეგებისა და პროექტის ეფექტურობის შესახებ.
პროექტის შედეგების საფუძველზე დაიგეგმა
ადმინისტრაციისა და მასწავლებელთათვის:
1.მშობლებთან კომუნიკაციის მეთოდების
შემუშავება, რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);
2. კლასის
დამრიგებლებისა და საგნის პედაგოგების მხრიდან მშობელთათვის საერთო ინფორმაციისა
და მოსწვლის პირადი წარმატების ამსახველი წერილების (ელექტრონული) მიწერა;
3. მშობლებს შეხვედრები სკოლის დირექტორთან;
4. მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილების
მიღება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);
5. რეკომენდაციები მშობლებს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
6. მეტად აღინიშნოს, თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში აღინიშნოს მიღწევების შესახებ
ინფორმაცია;
7. შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა დროს: გაკვეთილების შემდეგ, გაკვეთილების დაწყებამდე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ
(საჭიროების მიხედვით);
8.ადმინისტრაციისა
და მასწავლებლების მხრიდან განხორციელდეს საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა) მოსწავლეებსა და მშობლებში.
პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა.
პრეზენტაციის
ელექტრონული მასალა ანგარიშს თან ახლავს და ატვირთულია ჩემ საგანმანათლებლო ბლოგში მისამართზე irmamushambadze504@gmail.com
რიცხვი :16.04.19წ
საგანი: ინგლისური
მასწავლებელი: ირმა ტაკიძე
რიცხვი: 22.04.19წ.
საგანი: ქართული
მასწავლებელი: მანანა ხოზრევანიძე
რიცხვი 30.04.19წ.
საგანი. რუსული.
მასწავლებელი. ნატალია ტიუნიაევა
რიცხვი: 03.05.19წ.
საგანი- მუსიკა
მასწავლებელი: რუსიკო ფევაძე
პროექტის შეჯამება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის
პროექტის შეჯამება: 30.05.2019წ
ინტერვენციის შედეგები - პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
სოციალური პროექტი - „ გზა ჩვენი ცოდნისათვის “პროექტის ავტორი: ირმა ტაკიძე პროექტის რეფლექსია:
პროექტის პირველ ეტაპზე მოვიწვიე მშობელთა კრება,
რომელიც საშუალებას მომცემდა გამეგო, როგორი იყო სოციალური აქტივობის მიმართ მოსწავლეთა
და მშობელთა დამოკიდებულება, განმესაზღვრა
განსახორციელებელი ამოცანების თანმიმდევრობა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებიცა და მშობლებიც
სოციალური აქტივობის განსახორციელებლად მზად არიან, მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით
მათაც შეუძლიათ ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში
სასწავლო მიზნის მისაღწევად.
მოსწავლეები დიდი მონდომებით ელოდებოდნენ მშობლების
მოსვლას.სთხოვდნენ მათ, კიდევ მიეღოთ მონაწილეობა მსგავს სასკოლო პროექტში.
პროექტში მიიღო
მონაწილეობა 7 მშობელი და 7 მასწავლებელი.
სოციალური პროექტის
მიზანი - განავითაროს მოსწავლეებში ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები, ხელი შეუწყოს ქვეყნის
ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას,
ასევე ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას, შესრულებულია. პროექტის
ყველა ეტაპი წარმატებული იყო, რადგან მათში მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან
მაღალი.
პროექტი მოიწონეს,
როგორც მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა, პედაგოგებმა და ადმინისტრაციამ, იგი იყო წარმატებული.
რას შევცვლიდი - უმჯობესი იქნებოდა პროექტის დასრულების
შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები მოგვეწყო სკოლის სხვა დაინტერესებული კლასებისთვისაც,
რათა მოგვეხდინა მშობლების ჩართულობის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს სწავლის გაუმჯობესობას , ასევე საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას ბავშვებში.
პროექტის
ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა შეუფერხებლად განხორციელდა.
ელექტრონული
მასალა (ფოტოები) ანგარიშს თან ახლავს და ატვიტთულია ჩემ ბლოგში მისამართზე irmamushambadze504@gmail.com
Comments
Post a Comment